ქართველი მკლავჭიდელები სამშობლოში დაბრუნდნენ
ქართველი მკლავჭიდელები სამშობლოში გუშინ, გვიან ღამით დაბრუნდნენ. პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის საჩემპიონო ქამრის მფლობელებს: ლევან საგინაშვილს, ირაკლი ზირაქიშვილსა და დავით სამუშიას აეროპორტში გულშემატკივარი დახვდა. სტამბოლში გამართული შეჯიბრების მთავარ ბრძოლაში საგინაშვილმა კანადელი დევონ ლარატი 4-0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
