სტიქია ჩინეთში
ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში უძლიერესი წყალდიდობაა. სტიქიამ 40 ადამიანი იმსხვერპლა, ასობით ათასი მოქალაქე კი ევაკუირებულია. სტიქია რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. რეგიონის რამდენიმე დიდი მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება წყლის მაღალ დონეს. .
