რუსეთმ „მეტას“ ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა
რუსეთის ხელისუფლებამ „მეტას“ ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა და რუსეთში „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ დაბლოკა. ამის შესახებ ცნობას საერთაშორისო მედია ავრცელებს და იუწყება, რომ მანამდე მოსკოვის სამხედრო სასამართლომ კომპანია „მეტას“ კომუნიკაციების დირექტორს, ენდი სტოუნს „ინტერნეტში ტერორიზმის გამართლების“ ბრალდებით ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
