უკრაინის დახმარების პაკეტი
უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიიღო პირობა, რომ სენატის მიერ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ბაიდენი დოკუმენტს დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს. წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის მხარდაჭერის შემდეგ, კიევს ამერიკელი კანონმდებლები ეწვივნენ.
