უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება
საოკუპაციო ძალების სამიზნეში ღამით კიევი მოექცა. დედაქალაქში აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. აფეთქებები მოხდა ოდესაშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
