შალვა პაპუაშვილის პასუხი დეზინფორმაციაზე
რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა შალვა პაპუაშვილს სახელმწიფომ ალაზნის სანაპიროზე 1 ლარად 20 ჰექტარი ტყე გადასცა. მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ არარსებობის პირობებში, უცნობია, ვინ აფინანსებს „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებს“. გვიან ღამით გავრცელდა ნეტგაზეთი-ბათუმელების გვერდზე განცხადება, რომელშიც წუხილს გამოთქვამენ დაშვებული შეცდომის გამო. „არავინ განიცდის ახლა ჩვენზე მეტად ჩვენ მიერ დაშვებულ ამ შეცდომას, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ჩვენს მკითხველს“, ნათქვამია განცხადებაში.