29 აპრილს პარლამენტთან საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება
29 აპრილს პარლამენტთან საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია ითვალისწინებს მხარდამჭერთა თხოვნას. საუბარია შეკრების მიზანზეც. „ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას“, ვკითხულობთ მმართველი გუნდის ერთობლივ განცხადებაში. არსებული ინფორმაციით, შეკრებას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
