ცვლილებები აგროდაზღვევის პროგრამაში
მთავრობის გადაწყვეტილებით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ფართობი გაიზარდა. 10 ჰექტრის ნაცვლად, ფერმერები არაუმეტეს 20 ჰექტრის დაზღვევას შეძლებენ. ასევე შეიცვალა სხვა პირობებიც.
