ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და აზერბაიჯანის ელჩმა. ფაიგ გულიევმა ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
