რუბლები ხოშტარიებს - მიმოწერა მოსკოვთან
ორმაგი სტანდარტი და ფარისევლობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხოშტარიებისთვის ჩარიცხული რუბლების სკანდალს. “ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ ოკუპანტი ქვეყნისგან დაფინანსების მიღებას, ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს. საუბარია „იმედის კვირის“ მიერ მოპოვებულ ვიდეო-მტკიცებულებაზე, სადაც ელენე ხოშტარიას დედა მოსკოვში შუამავალს ესაუბრება და უხსნის, როგორ გადმორიცხოს ფული რუსეთიდან.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
