ლავროვის განცხადება
სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლური ქვეყნების ქმედებები, ბირთვულ სახელმწიფოებს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების რისკებს ზრდის, რაც კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ, მოსკოვის ერთ-ერთ კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა. სერგეი ლავროვის განმარტებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დასავლეთის სამი ბირთვული სახელმწიფო, კიევის მთავარი დამფინანსებლებია.
