უკრაინის სამხედრო დახმარება
სააგენტო „როიტერსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ 60-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნას, მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება. ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ამ სამხედრო დახმარებით, უკრაინა პოზიციების გამაგრებას 2024 წლის ბოლომდე შეძლებს. სააგენტო „როიტერსი“ ასევე წერს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გააგრძელებს თუ არა ვაშინგტონი კიევის დახმარებას 2025 წელს.
