ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი, მაისის შუა რიცხვებში უკრაინაში რთულ ვითარებას პროგნოზირებს. BBC-ისთან ინტერვიუში კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ სირთულეებს ელოდება როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე შიდა პოლიტიკური ვითარების კუთხითაც. ბუდანოვის თქმით, ოკუპანტი ფრონტის ხაზზე ახალი შეტევებისთვის ძალების მობილიზაციას მიმართავს, ამასთან, დასავლეთის დაგვიანებული სამხედრო დახმარების ფონზე, რუსეთი შეეცდება უკრაინის მოსახლეობაში უიმედობის დათესვას.
