უკრაინა ამერიკული დახმარების მოლოდინში
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარების მიწოდება დაგვიანებული არ არის, თუმცა კონგრესში კანონპროექტის გაჭიანურებას, ფრონტის ხაზზე უარყოფითი შედეგები მოჰყვა. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მიესალმება ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებას. NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, უკრაინას საკუთარი ქვეყნის დაცვა გაუჭირდება.
