ცვლილებები აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში
მთავრობის გადაწყვეტილებით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ფართობი გაიზარდა. 10 ჰექტარის ნაცვლად, ფერმერები შეძლებენ არაუმეტეს 20 ჰექტარის დაზღვევას. ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფის ნაცვლად კი იქნება სადაზღვევო ტარიფის ქვედა და ზედა ზღვარი. ასევე შეიცვალა დაზღვევის სხვა პირობებიც. აგროდაზღვევა სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი პროგრამაა, რომელიც 2014 წლიდან ათასობით ფერმერს ეხმარება.
