მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება
მესტიის აეროპორტში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტერმინალი აშენდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, აუცილებელია შიდა აეროპორტების განვითარება. უკვე შეირჩა კონკრეტული კომპანია „გრინ სტუდიო“, რომელმაც ახალი ტერმინალის პროექტი წარადგინა.
