ხოშტარიების რუბლები
მორიგი მტკიცებულება, რომ ელენე ხოშტარია და მისი ოჯახი მოსკოვიდან ფინანსდება. „იმედის კვირას“ მოქალაქემ მიაწოდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ უხსნის ელენე ხოშტარიას დედა შუამავალს მოსკოვში, როგორ განახორციელოს მორიგი ტრანზაქცია რუსეთიდან რუბლებში. ელენე ხოშტარია „ქრონიკის“ კითხვებს გაურბის. ოჯახი კი ისევ სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეობაზე საუბრობს. მმართველი გუნდის შეფასებით, აუცილებლად უნდა იყვნენ მხილებული ის ადამიანები, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებენ შემოსავალს და პარალელურად, საქართველოს ევროპული მომავლის დაცვაზე საუბრობენ. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან თანხის მიღებას არავითარი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, ორმაგ სტანდარტზე საუბრობს ოპოზიციის ნაწილიც.
