ლგბტ პროპაგანდა - საყოველთაო-სახალხო განხილვა
მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ხაზგასმით ამბობს, რომ აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს ლგბტ პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა. „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა ქუთაისში. განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კონსტიტუციური კანონის პროექტი, ხალხს პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი გუნდის ლიდერებმა გააცნეს. ისაუბრეს კონკრეტულ ფაქტებზე და არგუმენტებზე, რატომ დადგა დღის წესრიგში ამ ცვლილებების მიღების აუცილებლობა.