საქართველო ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს
საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, თბილისში ფეხბურთისა და რაგბისთვის განკუთვნილი ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება. თანამედროვე სტანდარტების სტადიონი გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე და საშუალებას მისცემს ქვეყანას, უმასპინძლოს უმაღლესი რანგის მატჩებს თბილისში, მათ შორის საუბარია ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ვითარებაზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში წინა ხელისუფლების პერიოდში იყო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკით, სპორტი და ამ შემთხვევაში ფეხბურთი, წარუმატებლობამდე მიიყვანა.
