საყოველთაო-სახალხო შეკრება პარლამენტთან
საყოველთაო-სახალხო შეკრება პარლამენტთან 29 აპრილს გაიმართება. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია, ითვალისწინებს მხარდამჭერთა თხოვნას. საუბარია შეკრების მიზანზეც. ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან უარი უნდა უთხრან შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, ლგბტ პროპაგანდის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას.