გამჭვირვალობის კანონპროექტი
29 აპრილს პარლამენტთან საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება –განცხადებას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შეკრებას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. აქცია მმართველი პარტიის მიერ იქნება ორგანიზებული და მისი მიზანია ნებისმიერმა მოქალაქემ, ვისაც ამის სურვილი აქვს, დააფიქსიროს, რომ გამჭვირვალობას რუსული არ ჰქვია. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად იხარჯება უცხოური ფული. მათი თქმით, არასამთავრობო სექტორი, რომელიც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში, არის ყველაზე არაგამჭვირვალე. კრიტიკული განცხადებები კეთდება ოპოზიციაში. ისინი ისევ კანონპროექტის გაწვევის აუცილებლობაზე საუბრობენ.
