„არმია“ ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია
რაგბის კლუბი „არმია“ ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია. „არმია“ პირველი ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე წყალტუბოს რაგბის გუნდს შეხვდა და დამაჯერებელი ანგარიშით 56:22 დაამარცხა. შემდეგ შეხვედრას ასპინძის „ტაოსთან“ გამართავს. მორაგბეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, სამხედრო მოსამსახურეები და მორაგბეთა ოჯახის წევრები გულშემატკივრობდნენ.
