ორბანი ბრიუსელს აკრიტიკებს
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპას ევროპარლამენტში მშვიდობის მომხრე უმრავლესობა სჭირდება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მოახლოებულ არჩევნებში სასწორზე სწორედ ომი და მშვიდობა დევს. ვიქტორ ორბანი ბრიუსელის მაღალჩინოსნებს ომის მომხრეებს უწოდებს და ევროპელებს მოუწოდებს, არჩევანი მშვიდობაზე შეაჩერონ.
