დასუფთავების აქცია
თბილისის დენდროლოგიურ პარკში მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების სამუშაოები შესრულდა. პარკის ტერიტორია გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ასევე, გაითიბა ბალახის საფარი და ბუჩქების ფორმირება განხორციელდა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა.
