„ქოლ-ცენტრების“ საქმე
პროკურატურამ უცხოელ კოლეგებთან ერთად ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 4 წევრი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ადგილზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას. თაღლითური გზით მოპოვებული თანხა 3 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს. დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
