ხოშტარიების რუბლები
მორიგი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ ელენე ხოშტარია და მისი ოჯახი მოსკოვიდან ფინანსდებიან. „იმედის კვირას“ მოქალაქემ მიაწოდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ საუბრობს ელენე ხოშტარიას დედა მოსკოვში, მიმოწერა კი ეხება რუბლების ჩარიცხვას. საჯაროდ რუსეთთან მებრძოლი და რუბლებით დაფინანსებული ელენე ხოშტარია „ქრონიკის“ კითხვებს გაურბის. ოჯახი კი თავს ისევ სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეობით იმართლებს. ხოშტარიები მოსკოვიდან მიღებული ფულით ყიდულობენ უძრავ ქონებასაც, თუმცა მილიონობით რუბლები რაში იხარჯება, კვლავ უცნობია.
