ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს სხვადასხვა სფეროში, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ელჩმა მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის ძალისხმევისთვის. თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
