საყოველთაო-სახალხო შეკრება პარლამენტის წინ
„ქართული ოცნება“ მხარდამჭერთა თხოვნით, პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას, 29 აპრილს გამართავს. მმართველი გუნდის მოწოდება ასეთია- ერთად ვუთხრათ არა შავ ფულს და კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს. არსებული ინფორმაციით, შეკრებას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
