გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მე-10 ბურთი გაიტანა
30-ე ტურში „მეცმა“ სტუმრად „ლე ავრი“ 1-0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი 46-ე წუთზე 23 წლის ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა. ოცდაათი ტურის შემდეგ 29 ქულით „მეცი“ სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა. მიქაუტაძემ მიმდინარე პირველობაზე გამართულ 15 შეხვედრაში 10 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
