"ლელო" VS "აია"
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში ორივე ფინალისტის ვინაობა ცნობილია. “ლელომ“ ბოლნისის „ყოჩები“ დამატებით დროში 22-19 დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ქუთაისის „აია“ იქნება. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში თითო ლელო საბა არჩვაძემ, ზაურ კენჭაძემ და გიორგი ჩიქოვანმა დადო, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. „ლელო“ – „აიას“ ფინალი 28 აპრილს ავჭალის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.
