ილონ მასკი „ტიკ-ტოკის“ საწინააღმდეგო კანონპროექტზე
ილონ მასკი შეერთებულ შტატებში ტიკ ტოკის შესაძლო აკრძალვას ეხმაურება. სოციალურ ქსელ X-ის მფლობელი ამბობს, რომ კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება. მანამდე კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ახალ კანონ პროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა. „ტიკ-ტოკის“მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად 9-თვიანი ვადა მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამერიკულ აპლიკაციებში აიკრძალება.