ფესტივალი „ქართული“ რუსთავში
რუსთავი ქორეოგრაფიულ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალ „ქართულში“ მონაწილეობას ქვემო ქართლში მოქმედი ანსამბლები იღებენ. გამარჯვებულ ჯგუფს, გარდამავალი გრანპრი გადაეცემა. ადგილზე მოწყობილია საფესტივალო სივრცეც, სადაც ბოლნისის ეთნოგრაფიული კუთხეა წარმოდგენილი. ფესტივალის თითო დღე, ქვემო ქართლის თითო მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ღირსშესანიშნაობებს დაეთმობა.
