„მამული, ენა, სარწმუნოება“
ქალაქში ახალი ბანერები გამოჩნდა. „მამული, ენა სარწმუნოება“- ამ ბანერებით ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებს ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები კიდევ ერთხელ შეახსენონ. ეს, კი მას შემდეგ, რაც ჭავჭავაძის სიტყვები დაამახინჯეს. მამული, ენა და სარწმუნოების ნაცვლად „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე მონაწილეებმა ფიცი დადეს და სიტყვა სარწმუნოება ერთობით შეცვალეს. ამ ფაქტმა საზოგადოების ვნებათა ღელვა გამოიწვია.
