„ქართველი ბარბაროსები“ მონაკოს ტურნირზე
მონაკოს საერთაშორისო ტურნირზე რაგბის კლუბი „ქართველი ბარბაროსები“ მეხუთე ადგილზე გავიდა. 12 წლამდე სარაგბო ტურნირზე 25 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს კლუბმა შეჯიბრების განმავლობაში 6 მატჩი ჩაატარა. მათ 4 თამაში მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, ხოლო ერთადერთი მარცხი, ტურნირის გამარჯვებულ სამხრეთ აფრიკის გუნდთან განიცადეს. ქართველი ბარბაროსები მონაკოს საერთაშორისო ტურნირის გასული წლის ვიცე-ჩემპიონია. რაგბის კავშირის ხელშეწყობით კი მსგავს შეჯიბრებებზე გამოსვლა, მომავალშიც აქტიურად იგეგმება.
