კონგრესმა უკრაინის დახმარების კანონპროექტი დაამტკიცა
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს უკრაინისთვის პირდაპირი და არა პირდაპირი დახმარების გამოყოფის შესახებ. დოკუმენტს 311-მა კონგრესმენმა მისცა ხმა, 112 კი წინააღმდეგი იყო. გამოყოფილი 60 მილიარდიდან, რომელიც უკრაინას სესხის სახით მიეცემა, 23 მილიარდზე მეტი ამერიკის შემცირებული სამხედრო მარაგების აღდგენას მოხმარდება, 11 მილიარდ დოლარზე მეტი კი რეგიონში ამერიკელი სამხედროების დაფინანსებაზე, უკრაინელი სამხედროების მომზადებაზე და სხვა საჭიროებებზე დაიხარჯება. დოკუმენტი ავალდებულებს თეთრი სახლის ლიდერს, 60 დღის ვადაში უკრაინის ხელისუფლებას გაწეული ეკონომიკური დახმარების ანაზღაურებაზე მოელაპარაკოს. ქვედა პალატის მიერ დამტკიცებული კანონ პროექტი უკვე გადაეგზავნა სენატს, სადაც უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას კანონმდებელთა უმრავლესობა უჭერს მხარს. საკითხს სენატში კენჭს სამშაბათს უყრიან, რის შემდეგ დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა მოაწეროს. ამის შემდეგ შეძლებს ვაშინგტონი კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების განახლებას, რომელიც რესპუბლიკელთა წინააღმდეგობის გამო რამდენიმე თვით იყო შეწყვეტილი, თუმცა კონკრეტულად რა ვადებში მიიღებს უკრაინა დახმარებას, ჯერჯერობით უცნობია.
