ახალციხის გენერალური გეგმის მოსამზადებელი კვლევები
ახალციხის გენერალური გეგმის მოსამზადებელი კვლევები დასრულდა. საპროექტო ჯგუფმა ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა დარგობრივი მიმართულება შეისწავლა. კერძოდ, ჩატარდა კვლევები ქალაქ გეგმარების, სატრანსპორტო, ეკონომიკური, სოციალური და სხვა მიმართულებებით. საპროექტო ჯგუფმა შესრულებული სამუშაოების ანგარიში სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო.
