ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტექნიკური წყლის ჭაბურღილი მოეწყო
ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტექნიკური წყლის ჭაბურღილი მოეწყო. ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე, წყლის რესურსის უქონლობის გამო, ნარგავების მასობრივი გახმობის რისკი წლიდან წლამდე იზრდებოდა. სხვადასხვა გადაუდებელი საჭიროებისთვის, კი მუზეუმს ასეულობით ტონა წყლის შეძენა და ტრანსპორტირება უწევდა, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
