საქართველოს პავილიონი ვენეციის ბიენალეზე
კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების ვენეციის მე-60 საერთაშორისო გამოფენაზე, ვენეციის ბიენალეზე, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით „დანახვის ხელოვნება, ასტრონომიის მდგომარეობები“. საქართველოს ეროვნული პავილიონი ევროპელი სპეციალისტების შეფასებით შვიდ აუცილებლად სანახავ საუკეთესო პავილიონს შორისაა. ამგვარი მაღალი შეფასება პირველია საქართველოს ვენეციის ბიენალეში მონაწილეობის 20-წლიან ისტორიაში.
