ირაკლი ქარსელაძის შეხვედრები ლონდონში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ლონდონში, წყლის რესურსების მსოფლიო სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა. მინისტრი კომპანია „სიმენსის“ წყლისა და წყალარინების პროგრამული უზრუნველყოფის სტრატეგიულ დირექტორს, ესპანური კომპანია „აქსიონას“ და კომპანია „მიას“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს მსოფლიო წყლის სამიტზე განხილულ საკითხებზე და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება წყლის რესურსების მართვასა და სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
