„მამული, ენა, სარწმუნოება“
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „მამული, ენა, სარწმუნოება“, სამი ღვთაებრივი საუნჯე ყველა ქართველისთვის ხელუხლებელი და წმინდაა. მისი თქმით, ილია ჭავჭავაძის სიტყვების დამახინჯების მცდელობა, რადიკალების მორიგი ლუსტრაციაა. ვინც განგებ ამახინჯებს მას, ის საქართველოს მტერია.
