ლევან საგინაშვილის მორიგი გამარჯვება
სტამბულში მკლავჭიდში პრესტიჟული ღონისძიება გაიმართა, საღამოს დასკვნით შეხვედრაში ლევან საგინაშვილი ამერიკელ დევონ ლარატს შეხვდა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. საგინაშვილმა მეტოქეს ხელი ოთხჯერ გადაუწია. ამერიკელმა მხოლოდ პირველი შერკინებისას შეძლო წინააღმდეგობის გაწევა.
