„თაგ რაგბის“ ფესტივალი
ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზე, ქალთა „თაგ რაგბის“ ფესტივალი გაიმართა. ტურნირის მონაწილეები ერთმანეთს რაგბის ყველაზე სახალისო სახეობაში „თაგ რაგბიში“ ეჯიბრებოდნენ, რომლის მთავარი მიზანი რაგბისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. გამარჯვებულებს საქართველოს რაგბის კავშირისგან და პარტნიორი ორგანიზაციებისგან, სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
