ზელენსკი ორმაგ სტანდარტებზე
„ის, რომ მოკავშირე ქვეყნებმა ისრაელის ცა დაიცვეს და უკრაინის არა, ორმაგ სტანდარტებზე მეტყველებს“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბრაზილიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ისრაელი NATO-ს წევრი ქვეყანა არ არის, თუმცა ამის მიუხედავად, პარტნიორმა ქვეყნებმა ის ირანის თავდასხმისგან დაიცვეს. უკრაინას კი რუსეთის შეჭრის დღიდან ეუბნებიან ცის ჩაკეტვაზე უარს იმ მოტივით, რომ ეს რუსეთთან ომში ჩართვის რისკს გაზრდის.
