საპროტესტო აქცია
პარლამენტის შენობასთან „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე გამჭვირვალობის კანონ პროექტს აპროტესტებდნენ. ისევ გამოჩნდა ბანერები სლოგანით ენა, მამული და სარწმუნოების ნაცვლად, ერთობა! ასევე ბანერები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ორბელიანების სასახლესთან გადაინაცვლეს, შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან და ბოლოს ისევ პარლამენტთან მივიდნენ. სამწუხაროდ აქციაზე ქრონიკის გადამღები ჯგუფს ისევ შეურაცხყოფა მიაყენეს.
