გამჭვირვალობის კანონპროექტი
ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისევ არ აქვთ შეკითხვაზე პასუხი, რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, ქვეყნის ევროპულ მომავალს. კანონპროექტის განხილვა, მომავალი კვირიდან განახლდება. მეორე მოსმენაზე, პროცედურა მუხლობრივ განხილვას ითვალისწინებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტის შინაარსთან მიახლოება არავის სურს, რადგან ის საქართველოში ძალიან ბევრ პროცესს გამჭვირვალეს ხდის.
