ისრაელი - „ჰამასის“ ომი
ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში გასულ კვირასთან შედარებით მოქმედება გაააქტიურა. ცახალის საარტილერიო დანაყოფები ანკლავის თითქმის მთელ ტერიტორიაზე რეიდებს ატარებენ, საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. ოპერაციის გააქტიურების ფონზე შეერთებულ შტატებში შიშობენ, რომ ისრაელი სახმელეთო ოპერაციას რაფაჰშიც დაიწყებს და თელავივს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ამ შემთხვევაში ის შტატების მხარდაჭერის გარეშე დარჩება. აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე. მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მთავარმა შუამავლებმა, ეგვიპტემ და კატარმა ამ მიზნით „ჰამასზე“ ზეწოლა გააძლიერეს
