უკრაინა ამერიკული დახმარების მოლოდინში
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში უკრაინისთვის დამატებითი დახმარების პაკეტზე მსჯელობა მიმდინარეობს. გადაწყვეტილება ამერიკელმა კანონმდებლებმა დღესვე უნდა მიიღონ. ვარაუდობენ, რომ დოკუმენტზე კენჭისყრა, თბილისის დროით საღამოს 9 საათზე დაიწყება. 61 მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში დოკუმენტი წარმომადგენლობითი პალატიდან სენატში გადაიგზავნება, სადაც კანონმდებელთა უმრავლესობა უკრაინისთვის დახმარებას ემხრობა. თეთრ სახლში უკვე განაცხადეს, რომ პარლამენტის ორივე პალატის მიერ დახმარების პროექტის დამტკიცებისთანავე შეერთებული შტატები უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას დაიწყებს. მანამდე კი უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსულ აგრესიას შეიარაღების უკმარისობის ფონზე იგერიებს
