„ქართული ოცნების“ შეხვედრა შიდა ქართლის პარტიულ აქტივთან
დღეს გორში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელ მდივან მამუკა მდინარაძესთან ერთად შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ. შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. სწორედ ამ პროცესებიდან გამომდინარე მმართველი ძალის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას. ამ პოლიტიკური ხაზით კი ქვეყნის დეოკუპაციას, ეს საკითხი კი განსაკუთრებით ხაზგასასმელია რეგიონში, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს
