აქციაზე გამოთქმული შეცვლილი სლოგანი
მამული, ენა, სარწმუნოება - ილიასეული ეს ფორმულა ასწლეულებია ქვეყნის მთავარი ღირებულებებისა და იდენტობის მთავარ პრინციპებად იქცა, თუმცა გუშინდელ აქციაზე, ფიცის დადებისას სარწმუნოება გაქრა და ერთობით ჩანაცვლდა. მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართული აქციის წევრებმა გვიან ღამით რუსთველიდან გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და გმირთა მემორიალთან დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ. ეს გადაკეთებული ფრაზა ბანერების სახით დღეს აქციაზე გამოჩნდა. ილიას სიტყვების ასეთი ფორმით გადაკეთება, ხელისუფლებას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ამ ტექსტის დამკვეთის დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია
