გამჭვირვალობის კანონი
ნებისმიერ საკითხს სჭირდება მსჯელობა, არგუმენტები და კონტრარგუმენტები - გამჭვირვალობის კანონპროექტზე ხელისუფლება ისევ ამ ხაზს მიყვება და მომავალი კვირიდან ოპოზიციასა და ენჯეო სექტორს მუხლობრივ განხილვაზე ელის. უცვლელი სტრატეგია აქვს ოპოზიციასაც, რომელიც არგუმენტებით პაექრობას ისევ არ აპირებს, ეს კი მმართველი ძალისთვის კიდევ ერთი დასტურია არგუმენტების არარსებობისა და სიტუაციის დაძაბვის შესახებ
